Saturday, July 7, 2018

დღეს იყო დამაგვირგვინებელი დღე,პრეზენტაციების დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირისთვის, შესანიშნავი პრეზენტაციები მოვისმინეთ და შემდგომ ამისა,  როგორც იქნა ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი ნამუშევრები.
მართლაც ბევრის მომცემი იყო ჩემთვის პირადად ინტელის კურსი, ძირითადად რაც მიჭირდა ყოველთვის, იმ საკითხებში გავერკვიე, პროექტზე მუშაობის მიმართულებები და გზები სწორად აღვიქვი და იმედია ვიმუშავებ პროექტებით.

არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო ჩვენს ტრენერს, მართლაც დიდი პროფესიონალიზმისთვის.


Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მე-8 დღე  ინფორმაციულად და პრაქტიკული თვალსაზრისითაც ბევრის მომცემი იყო.  უფრო ზუსტად გავარკვიე შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები პროექტის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე. გადავხედეთ საქაღალდეს და რა საკითხებიც მაქვს შესავსები პროექტის გეგმის შაბლონში უკვე კარგად დავინახე  და ბოლო კვირაში ამაზეც ვიმუშავებ.დ ძალიან კარგად გავიგე სკაფოლდინგის პრინციპი, გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში აუცილებლად.  მოსწავლის მხარდამჭერი ფორმები და შაბლონები ძალიან მომეწონა, რადგან უკვე მზა დოკუმენტებია. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები.  

Saturday, June 30, 2018

დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები, გავეცანით სხვადასხვა შეფასების სხვადასხვა შაბლონებს. თავიდან განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშები, ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა.  ხვალისთვის შევეცდები შეფასების რუბრიკები შევავსო და პროექტის გეგმის შაბლონი შევავსო პროცედურების ჩათვლით. 

Sunday, June 24, 2018

23.06.2018წ. ტრენინგის მე-6 დღე...

  ძალიან დატვირთული დღე, როგორც ყოველთვის, უაღესად მნიშვნელოვანი საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება. კარგი იყო აქტივობების ჩამოყრა, რეალურად გამოჩნდა საჭიროებები, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და რა თანამიმდევრობით. მივხვდი, ჩემს სუსტ მხარეებს და იმედია ჩავუჯდები და გამოვასწორებ. სტიმული მომეცა, რადგან სწორად მქონდა რაღაცეები და მიმართულება სწორად მაქვს აღებული... იმედია დავასრულებ მოცემულ დავალებებს. გავიმეორეთ დალინკვის პროცედურები, ბლოგზე ახალი გვერდების გახსნა და ა.შ.

Saturday, June 23, 2018

მე-5 დღის რეფლექსია
 დღეს ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის წყვილში მუშაობა, ძალიან მოწესრიგებული მეწყვილე მყავდა და ბევრი რამ ვისწავლე მისგან. გავიმეორეთ შესწავლილი საკითხები,საქაღალდე და მასში შემავალი დოკუმენტები, პროექტის გეგმის შაბლონი და საკვანძო საკითხები, მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენი ინსტრუმენტი ავტვირთეთ შეფასებებში. დღეს დავისწავლეთ ტექნიკურად როგორ ხდება ბლოგზე დოკკუმენტების, სურათების ატვირთვა და განლაგება, დიზაინის და ფონის შერჩევა. ბოლოს ჩამოვტვირთეთ ორი დოკუმენტი და შესაბამის საქაღალდეებში განვათავსეთ. ეს იყო საავტორო უფლებების ქაოსი და შევინახეთ კურსის რესურსებში და მეორე დოკუმენტი გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი მარტივი და განვათავსეთ საავტორო უფლებებში. კიდევ ვისწავლეთ დალინკვა. აქ ყველაფერს კარგად ვგებულობ,მაგრამ უდროობის გამო შესაბამისად ვერ ვმუშაობ.

Sunday, June 17, 2018

ტრენინგის მე-4 დღე --- განვიხილეთ პროექტის საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვის ფორმულირება
თემატური კითხვები და მათი არსი
შინაარსობრივი კითხვები და რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის შეკითხვა, როგორი უნდა იყოს შინაარსობრივი კითხვები. მე-3 რე გამიცდა, ცოტა ჩამოვრჩი, რაღაც საკითხები ბუნდოვანია, მაგრამ რაც კარგად გავიგე ეს არის კითხვების ფორმულირება. განვიხილეთ აგრეთვე შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები, კარგად გავიგე რომ შეფასება ხდება მუდმივად და არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები და პროექტის მიმდინარეობისას სხავდასხვა ეტაპზე უნდა შევარჩიო თემის მიხედვით საჭირო შეფასების მეთოდი . ამ ეტაპზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასების ხერხებზე ვისაუბრეთ. და პარალელურად ამ დოკუმენტების ჩვენს საქაღალდეში განთავსებაც გავაკეთეთ. ამით მორჩა მე-2 მოდული. გადავალთ მესამე მოდულზე. იმედია ამოვქაჩავ... 

Sunday, June 10, 2018

ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია


   მე-2 დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის ენერგიულობა და დიდი მოთმინების უნარი და მადლობა მას ამისთვის.
 რაც შეეხება, ტრენინგს გავიარეთ პროექტის დაგეგმვის წინა პერიოდი, ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ჩეკლისტი და როგორ განვალაგოთ სწორად საქაღალდეში. შემდგომ ამისა დავფიქრდით ჩვენს პროექტზე და პროექტის მთავარ მიზნებზე და ამოცანებზე, ეს ყველაფერი მოკლე - მოკლე ინფორმაციებით მოვათავსეთ საინფორმაციო ბუკლეტზე, რომლის შექმნაც გამიადვილდა. ბოლო ეტაპი იყო ბლოგის შექმნა და ჩვენი შექმნილი ბუკლეტის ბლოგერზე განთავსება. დღევანდელი დღე იყო მეტად ნაყოფიერი და უფრო მეტად პრაქტიკული. 

დღეს იყო დამაგვირგვინებელი დღე,პრეზენტაციების დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირისთვის, შესანიშნავი პრეზენტაციები მოვისმინეთ დ...