დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები, გავეცანით სხვადასხვა შეფასების სხვადასხვა შაბლონებს. თავიდან განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშები, ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა. ხვალისთვის შევეცდები შეფასების რუბრიკები შევავსო და პროექტის გეგმის შაბლონი შევავსო პროცედურების ჩათვლით.
Saturday, June 30, 2018
Sunday, June 24, 2018
23.06.2018წ. ტრენინგის მე-6 დღე...
ძალიან დატვირთული დღე, როგორც ყოველთვის, უაღესად მნიშვნელოვანი საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება. კარგი იყო აქტივობების ჩამოყრა, რეალურად გამოჩნდა საჭიროებები, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და რა თანამიმდევრობით. მივხვდი, ჩემს სუსტ მხარეებს და იმედია ჩავუჯდები და გამოვასწორებ. სტიმული მომეცა, რადგან სწორად მქონდა რაღაცეები და მიმართულება სწორად მაქვს აღებული... იმედია დავასრულებ მოცემულ დავალებებს. გავიმეორეთ დალინკვის პროცედურები, ბლოგზე ახალი გვერდების გახსნა და ა.შ.

Saturday, June 23, 2018
მე-5 დღის რეფლექსია
დღეს ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის წყვილში მუშაობა, ძალიან მოწესრიგებული მეწყვილე მყავდა და ბევრი რამ ვისწავლე მისგან. გავიმეორეთ შესწავლილი საკითხები,საქაღალდე და მასში შემავალი დოკუმენტები, პროექტის გეგმის შაბლონი და საკვანძო საკითხები, მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენი ინსტრუმენტი ავტვირთეთ შეფასებებში. დღეს დავისწავლეთ ტექნიკურად როგორ ხდება ბლოგზე დოკკუმენტების, სურათების ატვირთვა და განლაგება, დიზაინის და ფონის შერჩევა. ბოლოს ჩამოვტვირთეთ ორი დოკუმენტი და შესაბამის საქაღალდეებში განვათავსეთ. ეს იყო საავტორო უფლებების ქაოსი და შევინახეთ კურსის რესურსებში და მეორე დოკუმენტი გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი მარტივი და განვათავსეთ საავტორო უფლებებში. კიდევ ვისწავლეთ დალინკვა. აქ ყველაფერს კარგად ვგებულობ,მაგრამ უდროობის გამო შესაბამისად ვერ ვმუშაობ.

Sunday, June 17, 2018
ტრენინგის მე-4 დღე --- განვიხილეთ პროექტის საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვის ფორმულირება
თემატური კითხვები და მათი არსი
შინაარსობრივი კითხვები და რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის შეკითხვა, როგორი უნდა იყოს შინაარსობრივი კითხვები. მე-3 რე გამიცდა, ცოტა ჩამოვრჩი, რაღაც საკითხები ბუნდოვანია, მაგრამ რაც კარგად გავიგე ეს არის კითხვების ფორმულირება. განვიხილეთ აგრეთვე შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები, კარგად გავიგე რომ შეფასება ხდება მუდმივად და არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები და პროექტის მიმდინარეობისას სხავდასხვა ეტაპზე უნდა შევარჩიო თემის მიხედვით საჭირო შეფასების მეთოდი . ამ ეტაპზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასების ხერხებზე ვისაუბრეთ. და პარალელურად ამ დოკუმენტების ჩვენს საქაღალდეში განთავსებაც გავაკეთეთ. ამით მორჩა მე-2 მოდული. გადავალთ მესამე მოდულზე. იმედია ამოვქაჩავ...

Sunday, June 10, 2018
ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
მე-2 დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის ენერგიულობა და დიდი მოთმინების უნარი და მადლობა მას ამისთვის.
რაც შეეხება, ტრენინგს გავიარეთ პროექტის დაგეგმვის წინა პერიოდი, ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ჩეკლისტი და როგორ განვალაგოთ სწორად საქაღალდეში. შემდგომ ამისა დავფიქრდით ჩვენს პროექტზე და პროექტის მთავარ მიზნებზე და ამოცანებზე, ეს ყველაფერი მოკლე - მოკლე ინფორმაციებით მოვათავსეთ საინფორმაციო ბუკლეტზე, რომლის შექმნაც გამიადვილდა. ბოლო ეტაპი იყო ბლოგის შექმნა და ჩვენი შექმნილი ბუკლეტის ბლოგერზე განთავსება. დღევანდელი დღე იყო მეტად ნაყოფიერი და უფრო მეტად პრაქტიკული.
პირველი დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ინფორმაციულად. განვიხილეთ პროექტებით სწავლების მოდულები ანუ შესავალი ნაწილი. პირველი მოდულის განხილულ საკითხებში შედიოდა პორტფოლიოს შექმნა და დოკუმენტების განთავსება საქაღალდეებში. პორტფოლიოში არსებული საქაღალდეებიდან კურსის რესურსებში მოვათავსეთ გადმოტვირთული დოკუმენტები. ეს კარგად დამამახსოვრდა ნამდვილად. რაც შეეხება პროექტების პრეზენტაციას, წავიკითხე თუმცა იმდენად ვრცელი იყო რომ ბევრი ვერაფერი დავიმახსოვრე თუმცა შემიძლია იმის თქმა რომ პროექტი "უკვდავი გმირები" ამ კუთხით არ მქონდა არასდროს დანახული. ეს აყო ჩემთვის სიახლე რომ სხვადასვა ეპოქაში გმირის მახასიათებლები იცვლება.
ნამდვილად საინტერესო ტრენინგი იყო და დიდი მადლობა პროფესიონალიზმისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)
დღეს იყო დამაგვირგვინებელი დღე,პრეზენტაციების დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირისთვის, შესანიშნავი პრეზენტაციები მოვისმინეთ დ...
-
ტრენინგის მე-4 დღე --- განვიხილეთ პროექტის საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვის ფორმულირება თემატური კითხვები და მათი არსი შინაარსობრივი კით...
-
მე-2 დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის ენერგიულობა და დიდი მოთმინების უნარი და მადლობა მ...
-
მე-5 დღის რეფლექსია დღეს ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის წყვილში მუშაობა, ძალიან მოწესრიგებული მეწყვილე მყავდა და ბევრი რამ ვისწავლე მისგან...